суббота, 13 июня 2015 г.

მეცხრე დღე

წარვადგინე უკვე გამზადებული პროექტი, მივიღე შეფასებები და ჩავასწორე პროექტის გეგმა. შევაფასე  ჯგუფის მასწავლებელთა პროექტების გეგმები, გავაანალიზეთ წარმოდგენილი პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები, განვაახლე გუგლ- დისკსა და გუგლში პროექტის გეგმა და გავაკეთე ტრენინგის ანალიზი.
 ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო. მთელი ტრენინგის მსვლელობისას მუშა პროცესი იყო. უამრავი აღმოჩენა გავაკეთე და რაც მთავარია ვისწავლე ელექტრონული პორტფოლიოს შექმნა; მიღებულ ცოდნას გავუზიარებ ჩემს კოლეგებს და შევეცდები საინტერესო ნამუშევრები გამოვაქვეყნო გუგლ-დისკზე. 

воскресенье, 31 мая 2015 г.

მერვე დღე

ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავე. დავხვეწე სასწავლო პროექტის გეგმა, შეფასების რუბრიკები, განვაახლე საქაღალდეები გუგლში;  გამოვაქვეყნე  პროექტის პორტფოლიო გვერდზე და მოვემზადე პროექტის პრეზენტაციისათვის.

суббота, 30 мая 2015 г.

მეშვიდე დღე

ვიმუშავე დიფერენცირებული სწავლების საჭიროებაზე, ასევე საბაზისო უნარ-ჩვევების შესახებ; გავეცანი სხვადასხვა პროექტებს დიფერენცირებული სწავლების შსახებ, დავხვეწე სასწავლო პროექტების გეგმა და პროცედურები; ასევე შეფასების რეზიუმე; დავხვეწე ტექნიკური და პროგრამული ჩამონათვალი.
გავეცანი შეფასების ხუთ მიზანს.
დიდი მადლობა ტრენერს,რომელმაც შესაშური ნებისყოფა და მოთმინება გამოიჩინა ჩვენდამი.

воскресенье, 17 мая 2015 г.

მეექვსე დღე



   დავხვეწე ბროშურა და სასწავლო აქტივობების გეგმა. ვიმუშავე სასწავლო აქტივობების პროცედურებზე, ვიმუშავე კოლაბორაციული დოკუმენტების შექმნაზე. ასევე მოსწავლის ნიმუშის შეფასებაზე.

суббота, 16 мая 2015 г.

მეხუთე დღე


     დღეს ვისწავლე პრეზენტაციის ბლოგზე ჩაშენება,გავეცანი საავტორო უფლებებს, რომელთა დაცვით მოვიძიე საჭირო სურათები და გადმოვწერე ინფორმაცია, შევქმენი ციტირებული დოკუმენტი. ასევე გავეცნი ქაოსის დეტალების პრეზენტაციას, კანონს საავტორო უფლებებს სესახებ.
      დავეუფლე ბლოგზე გვერდების დამატების,სახელის შეცვლის და სხვა ბრძანებების გამოყენებას.
     




воскресенье, 10 мая 2015 г.

მეოთხე დღე

      დღეს დავხვეწე მიმართულების მიმცემი კითხვები.  სწავლის შედეგები და მიზნები მოვარგე სტანდარტს; შევიმუშავე შეფასების დროის ჩარჩო, გავაანალიზე ეფექტური პრეზენტაცია,  ვისწავლე პრეზენტაციის შექმნა და მისი დიზაინი.  ავტვირთე ჩემს დისკზე და განვაახლე.  მომეწონა სწავლის ასეთი ფორმა და მიდგომა;
      შევეცდები მიღებული ცოდნა გავუზიარო დაინტერესებულ პედაგოგებს და რაც მთავარია, გამოვიყენო სასწავლო პროცესში.

суббота, 9 мая 2015 г.

მესამე დღე


ვისწავლე ეროვნული სასწავლო გეგმის მოძიება და გადმოწერა საჭირო სტანდარტებისა. 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები მოვარგეთ პროექტს. გავეცანი პროექტის ნიმუშს "მშვენიერ სულთა ჰარმონია".  შევიმუშავე  სწავლის  მიზნები და შედეგები, ჩამოვაყალიბე უკვე არჩეული პროექტისათვის, მიმართულების მიმცემი კითხვები.
დიდი მადლობა ტრენერს მოთმინებისა და ჩვენდამი კარგი მიდგომისათვის.

воскресенье, 3 мая 2015 г.

მეორე დღე

დღეს შევქმენი ბლოგი, განვათავსე პირველი დღის რეფლექსია, გავეცანი პროექტის მახასიათებლებს,ასევე  "კონკიას" რესურსებს.  მომეწონა წარმოდგენილი გეგმა,პრეზენტაცია,შეფასების რუბრიკა, აღნიშნულიდან ჩანდა მოსწავლეთა მაქსიმალური ჩრთულობა.
  განვაახლე "გუუგლი" დისკზე ფაილები.
  სწავლის პროცესში აღმოვაჩინე, რომ აუცილებელია უფრო მეტი მუშაობა ინტერნეტში და მისი საგაკვეთილო პროცესში რეგულარული გამოყენება.

პირველი დღე

გავეცანი  პროექტებით სწავლებას,პროგრამა V U R-ს, შევქმენი საქაღალდეები და ავტვირთე დისკში, ინტერნეტის დაბალი სიჩქარის გამო,ვერ შევქმენი ბლოგი და რეფლექსია დავწერე  W O R D-ში.
ძალიან საინტერესო და საჭიროა  მიმდინარე ტრენინგი, შესწავლილს კი  გამოვიყენებ პრაქტიკაში.